დეველოპმენტის დირექტორი

თარიღები: 05 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 10 წელზე მეტი
ელ. ფოსტა: tbi@lisi.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი) შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა

დეველლოპერული კომპანია “ლისი დეველოპმენტი” აცხადებს ვაკანსიას დეველოპმენტის დირექტორის თანამდებობაზე.

 

კომპანია მის ჯგუფში შემავალ პროექტებისთვის ეძებს გამოცდილების მქონე, მაღალანაზღაურებად დეველოპმენტის დირექტორს, რომელიც მართავს აღნიშნული პროექტების სამშენებლო პროცესებს, გაუძღვება და გააკონტროლებს მშნებელბობის და დაგემარების სტრატეგიულ მიმართულებებს, აიღებს პასუხისმგებლობას სტრატეგიაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის წარმატებულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე.

კანდიდატი უნდა იყოს გონიერი და გამოცდილი მენეჯერი, ისევე როგორც შთაგონების და მოტივაციის მიმცემი ლიდერი. მისი მთავარი მიზანია მიაღწიოს კომპანიის განვითარებას და წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი ანგარიშგება მოხდება გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭორსთან.

 

პასუხისმგებლობები:

  • უხელმძღვანელოს სამშენებელლო, არქიტექტრულ და პროექტის განვითარებისათვის  საჭირო ყველა იმ პროცესებს, იმისთვის რომ კომპანიამ მიაღწიოს მიზნებს და შეძლოს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება განვითარების გზაზე;
  • უხელმძღვანელოს კომპანიის პორთველში არსებულ ყველა სამშენებლო პროექტს;
  • შეიმუშავოს და აღასრულოს მაღალი დონის სამშნებლო პორცესების მართვის სტრატეგიები და გეგმები იმისთვის რომ კომპანია აღწევდეს თავის მოკლე და გრძელვადიან მიზნებს;
  • გაუძღვეს და მოტივაცია გაუწიოს დაქვემდებარებულებს, შეძლოს თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა და განავითაროს გუნდში მაღალი შესრულების დონე;
  • მოტივაცია გაუწიოს, განავითაროს და გაუძღვეს გუნდს ისე რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი დაქვემდებარებულების წარმატებულ მუშაობაზე;
  • მუდმივად გადახედოს ყველა სამშენებლო ოპერაციას და აქტივობას რათა დარწმუნდეს რომ ეს არის სწორი მიმართულებით სასურველ შედეგის მისაღწევად, ასევე არის თანმიმდევრული კომპანიის მისიასთან და სტრატეგიასთან;
  • უზრუნველყოს ლეგალური ოპერაციების აღსრულება, ისევე როგორც შიდა წესების დაცვა, იმისთვის რომ დაიცვას კომპანიის კანონიერება და ბიზნეს ეთიკა;
  • გადახედოს ფინანსურ და არა-ფინანსურ ანგარიშგებას რათა მოიძიოს ეფექტური გამოსავალი საჭიროების შემთხვევაში;
  • დაამყაროს სანდომიანი ურთიერთობები მთავარ პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და შეასრულოს საკვანძო როლი მოლაპარაკებების დროს;
  • გააანალიზოს პრობლემური სიტუაციები და მოძებნოს სწორი გამოსავალი კომპანიის განვითარებისთვის და ზრდისთვის;
  • მუდმივად შეინარჩუნოს ბაზრისა და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა;
  • აღმოაჩინოს კომპანიაში რესურსის არასწორი გადანაწილების არეალი და გამოთვქას სწორი ინიციატივები, იმისათვის რომ თავიდან აარიდოს მსგავსი პრობლემები კომპანიას მოგებაზე ზემოქმედებისგან;
  • განავითაროს და შეასრულოს კონკრეტული გეგმა მკაცრი უსაფრთხოების რეჟიმის განვითარებისთვის, რომელიც ასევე უნდა შეასრულოს ყველა პროექტის მონაწილემ; ჩაატაროს ყოველდღიური/ყოველკვირეული უსაფრთხოების შეხვედრები ყველა მენეჯმენტის დონეზე, რათა უზრუნველყოს მონაწილეების მიერ გეგმის დაცვა და შესრულება პროექტის ყველა ეტაპზე, 24/7-ზე.
  • განსაზღვროს რისკები და უზრუნველყოს შესაბამისი სტრატეგიის არსებობა და შესრულება;
  • აიღოს პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებებზე;
  • მართოს ტენდერები;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი ინჟინერიაში / ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში
  • 10+ წლიანი გამოცდილება მსხვილ სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიებში, პროექტების მართვის მიმართულებით: კერძოდ მნიშვნელოვანია გამოცდილება და ცოდნა შემდეგ სფეროებში:  
    • შესყიდვები, პროექტის დაგეგმვა, პროექტის ლოჯისტიკის მართვა, რომელიც პროექტის დასრულებას ითვალისწინებს;
    • წინასწარი მოკვლევების წარმოება მშენებლობამდე,  ნებართვები, გენერალური გეგმების შემუშავება და საინჟინრო სამუშაოების წარმართვა, რომელიც აუცილებელია მსხვილი სამშენებლო პროექტებისთვის.
    • ყველა საჭირო ეტაპის გავლა იმისთვის რომ პროექტი სწორად, დროულად და დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარეობდეს;
    • ქვეკონტრაქტორების შერჩევა და მართვა, მათთან მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
    • საერთაშორისო (თუ შესაძლებელია) სამშენებლო პროექტების მართვა
  • გამოცდილება მოგებაზე ორიენტირებული სტრატეგიების მართვის და განხორციელების კუთხით;
  • კორპორატიული ფინანსების და ეფექტიანობის/შედეგიანობის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ბაზისის ცოდნა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, ფინანსები და სხვა; 
  • კორპორატიული მართვის  და ზოგადი მენეჯმენტის  სიღრმისეული ცოდნა;
  •  ანტრეპრენალური და ორგანიზაციული  ხედვა;
  • ლიდერის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების დროული გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის შესაძლებლობა;
  • მალტითასქინგი;
  • კონფიდენციალურობის შენარჩუნების უნარი;
  • ადგილზე ცხოვრების შესაძლებლობა შაბათ-კვირების ჩათვლით;

 

ჩვენ გთავაზობთ:

საერთაშორისო პროფესიონალების გუნდში მოხვედრას, სადაც თქვენ თავს იგრძნობთ დიდი ოჯახის წევრად. კომპანიის კულტურა დგას ურთიერთ პატივისცემაზე, გუნდურობასა და სამართლიანობაზე. ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლებში გახსნილობას, სამართლიანობასა და შრომისმოყვარეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თქვენ პირადი მიზნების მიღწევასთან ერთად დაეხმაროთ კომპანიას თავისი გლობალური მიზნების მიღწევაში.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად;

საჭირო გამოცდილების მქონე აპლიკანტებმა ვინც დაინტერესდებით ამ პოზიციით და რომელთა კვალიფიკაციაც შეესაბამება ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ CV და სარეკომენდაციო წერილი (ასეთის ქონის შემთხვევაში) შემდეგი ელექრონული ფოსტის მისამართზე: tbi@lisi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 30 ოქტომბრისა. გთხოვთ მიუთითეთ პოზიცია რომელსაც ეხმაურებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

მსგავსი განცხადებები
CMA-საერთაშორისო სერთიფიკატი ფინანსური მენეჯერებისთვის

International Leading Professionals


18 სექ - 17 ოქტ

Commercial Coordinator

ველინგტონი


28 სექ - 27 ოქტ

ERP სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

საქართველოს ბანკი


06 ოქტ - 19 ოქტ

Financial Reporting Specialist

აჭარისწყალი ჯორჯია


21 სექ - 20 ოქტ

Grants officer

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


05 ოქტ - 15 ოქტ

Project Manager

HH Recruitment


08 ოქტ - 19 ოქტ

Project Manager

HH Recruitment


11 ოქტ - 19 ოქტ