18 სექ - 16 ოქტ
ვიპ
გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: todua@common-bridge.com
სატრანსპორტო კომპანია „ქომმონ ბრიჯი“ აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.
კომპანიის ვებ-გვერდი : https://common-bridge.com/
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
- დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე ( ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: todua@common-bridge.com ; gorelishvili@common-bridge.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი.დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ნახვები 581
უნიკალური ნახვები 569