17 სექ - 16 ოქტ
ვიპ
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი, ვაკე
- სრული განაკვეთი
- 2000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@oktopus.ge
Oktopus Fitness Club აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
პოზიცია - შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები - 09:00-18:00
სამუშაო ლოკაცია - ვაკის ფილიალი
ხელფასი - 2000 ₾
განსაკუთრებული მოთხოვნები -
- მართვის მოწმობა,
- საკუთარი ავტომობილი,
- საოფისე პროგრამების ცოდნა,
- კარგი საკომუნიკაციო უნარები
საწყობის მენეჯმენტი
- ვაკის საწყობში ცენტრალური warehouse-ის მოწყობა
- ცენტრალურ warehouse-ში სამივე ფილიალისთვის საჭირო პროდუქციის ნაშთების განთავსება
- ცენტრალურ საწყობში პროდუქტის სისტემიზებული დალაგების უზრუნველყოფა
- ცენტრალურ warehouse-დან პროდუქციის განაწილება სამივე ფილიალში
- საწყობის მენეჯერის მიერ ცენტრალური warehouse-ის ნაშთების შევსება და მისი მიწოდება ფილიალებისთვის
- ყველა დასახელების პროდუქციის დასაწყობება ცენტრალურ warehouse-ში გარდა წყლისა და მალფუჭებადი სამაცივრე პროდუქტებისა (რძე,იოგურტი). ამ პროდუქტებს შეუკვეთავს შესყიდვების მენეჯერი, მომწოდებლები მიიტანენ პირდაპირ ფილიალში, პროდუქციას ჩაიბარებს ბარის ადმინისტრატორი და ზედნადებს გადაუგზავნის საწყობის მენეჯერს
- ცენტრალურ warehouse-ში პროდუქციის მინიმალური ნაშთის განსაზღვრა
- სამივე ფილიალში მინიმალური ნაშთის განსაზღვრა გაყიდვების მონიტორინგის და გახარჯვის ანალიზის შედეგად
- PGM-ის პორტალის მეშვეობით ფილიალების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ფილიალებში პროდუქციის მიტანა საჭიროების მიხედვით
- შენიშვნა: ის პოზიციები, რომლებიც არ არის PGM-ში ასახული და მისი ნაშთი ვერ კონტროლდება პროგრამულად უნდა ინახოს ადგილზე ფილიალში ვიზიტის დროს
შეკვეთების განხორციელება
- ბარის პროდუქცია (სასმელები, პროტეინის ბარები, ვიტამინები, ენერგეტიკები, ყავა/ჩაი, რძე, იოგურტი და ა.შ)
- დასუფთავების პროდუქცია (ხელის რულონები, საპონი, შამპუნი, დუშგელი, ეროზოლები, პარკები, სახეხი საშუალებები და ა.შ)
- სახარჯი მასალები (ჭიქები, დანა-ჩანგალი, ხის ჯოხები, წასაღები პარკები, ორცხობილას პარკები, საწრუპები, ლანგრის დასაფენი და ა.შ)
- საკანცელარიო ნივთები (თაბახის ფურცლები, კალმები, საჭრელი საშუალებები, სტეპლერი, სანიშნი ფურცლები, მარკერები და ა.შ)
- საკვებდანამატები
- სამზარეულოს შეკვეთები (სენდვიჩის კონვერტები, სალათის კონტეინერები, სასოუსე, დესერტების კონტეინერები)
შენიშვნა: ხილის და საკვების შეკვეთას კვლავ გააკათებს ბარის ადმინისტრატორი და თავადვე მოახდენს პროგრამაში ჩამატებას
PGM პორტალზე მუშაობა
- ცენტრალური საწყობის პროდუქციის დამატება ცენტრალურ warehouse-ზე PGM-ში
- ფილიალებში მიტანილი პროდუქციის დამატება ფილიალების warehouse-ზე PGM-ში
- პროდუქტის კატეგორიების გასწორება, ახალი პროდუქტების პროგრამული შექმნა, ძველი პროდუქტებისგან პროგრამის გასუფთავება
დამატებითი შესყიდვები
- საკვებდანამატების კონტეინერის ჩამოსვლის შემდეგ საბაჟო საქმის წარმოება
- აქციზურ პროდუქციაზე სააქციო მარკების განთავსება
- საბაჟოდან ტვირთის წამოღების დაორგანიზება/დასაწყობება
- გამოწერილი პროდუქციის გამოტანა Usa2georgia-ს ოფისიდან და ფილიალებში დანაწილება
- პირსახოცების შეკვეთის მიღების დროს მისი დასაწყობება, საჭიროების შემთხვევაში ფილიალებს შორის განაწილება
მომწოდებლებთან კომუნიკაცია
- პროდუქციის მოწოდების დროებზე შეთანხმება, ადგილზე დახვედრა, შეკვეთის ჩაბარება
- პროდუქტის ფასის და ხარისხის მონიტორინგი
- ახალი მომწოდებლების მოძიება, შეხვედრა, ფასების შედარება, ნიმუშების შედარება
- იმ მომწოდებლებთან კონტრაქტის გაფორმება ვინც უკეთეს ხარისხს და პირობას გვთავაზობს
ბუღალტერია
- ბრს-ის პორტალზე მუშაობა
- ზედნადებების დადასტურება რს-ზე ყოველდღიურ რეჟიმში
- ბუღალტერიასთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომწოდებლებთან არსებული დავალიანების შესახებ, დავალიანების თანხის გადაცემა ბუღალტერიისთვის, ჩარიცხვის მოთხოვნა, პროცესის ბოლომდე მიყვანა
ინვენტარიზაცია
- ყოველი თვის ბოლო დღეს სამივე ფილიალის ინვენტარიზაცია
- ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების პროგრამაში ასახვა
- დანაკლისის გამოვლენა
- ინვენტარიზაციის ფაილის მომზადება
- ინვენტარიზაციის ფაილის გაგზავნა ბუღალტერიისა და მენეჯმენტისთვის
- შენიშვნა: ცენტრალური საწყობის ინვენტარიზაციას მოახდენს ბუღალტერიის წარმომადგენელი ყოველი თვის 20 რიცხვში, რათა გაკონტროლდეს საწყობის მენეჯერის საქმიანობა
სამეურნეო შესყიდვები
- შესყიდვების მენეჯერი ანხორციელებს სამეურნეო საქონლის შესყიდვას როგორიცაა: ნათურები, პლედები, მუსიკის გადამყვანი, პირველადი დახმარების ნივთები აფთიაქისთვის და ა. შ
- ფილიალის მენეჯერები მეილის სახით გაუგზავნიან შესყიდვების მენეჯერს საჭირო პროდუქტის შეძენის შესახებ შეტყობინებას
- სამეურნეო შესყიდვების დღე არის ოთხშაბათი, ოთშაბათიდან სამშაბათამდე მიღებული მეილების საფუძველზე შესყიდვების მენეჯერი განახორციელებს შეკვეთილი პროდუქციის შეძენას და ხუთშაბათს დაარიგებს ფილიალებში
მენეჯმენტთან კომუნიკაცია
- შესაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალის მენეჯერებისა და დირექტორის მიმართ
- საწყობის მენეჯერს მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მენეჯერებთან რათა დროულად აღმოიფხვრას ფილიალებში არსებული პრობლემები ასეთის არსებობის შემთხვევაში
- თუ რომელიმე ვიზიტის დროს შესყიდვების მენეჯერი აღმოაჩნეს რომ პროგრამაში ნაშთია, ადგილზე კი პროდუქცია არ არის მაშინვე უნდა მიმართოს ფილიალის მენეჯერს, რათა ადგილზევე გაირკვეს მიზეზი
- შესყიდვების მენეჯერი ვალდებულია შეუთანხმოს დირექტორს მომწოდებლის ცვლილების და ამ ცვლილების მიზეზის შესახებ
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@oktopus.ge
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 1016
უნიკალური ნახვები 986