გაყიდვების მენეჯერი/PR მენეჯერი

თარიღები: 05 ოქტ - 03 ნოემ
მდებარეობა: თბილისი გუდაური ყაზბეგი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: დიახ
ხელფასი: 500 - 10000
განათლება: არასრული საშუალო განათლება
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული
ელ. ფოსტა: STOCKHOLMBUFFE@gmail.com
ტელეფონი: +995 514950009
მისამართი: თბილისი
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნების დისტრიბუციით მომარაგების PR მენეჯერის პოზიციაზე რომელიც თავის თავზე აიღებს ჩვენი ქსელის გაფართოებას და რაც შეიძლება მეტი რესტორნის, კაფის, ღამის კლუბის, სასტუმროების და სხვა ობიექტების ჩვენს ქსელში ჩაბმას. მხოლოდ ამ ობიექტების ჩვენამდე მოყვანას და არა თითონ დისტრიბუციას.
 

PR მენეჯერის საქმიანობა იქნება შემდეგი:

  • საქართველოში (სასურველია უმეტესწილად თბილისსა და გუდაურ-სტეფანწმინდაში) არსებულ რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში, ღამის კლუბებში მისვლა. თქვენ უნდა შესთავაზოთ რესტორნებს ჩვენი დისტრიბუციით მომარაგება.
  • ობიექტებზე მისვლა და ჩვენი სერვისის შეთავაზება (სადისტრიბუციო კომპანიის მომსახურების შეთავაზება).
  • ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია მიაწვდის ობიექტებს ნებისმიერ პროდუქციას საუკეთესო ფასებში. ფასების ფურცელს (Pricelist) გადმოგიგზავნით დაინტერესების შემთხვევაში.
  • ჩვენს კომპანიას ფასები აქვს საუკეთესო, რადგან ვართ დიდი კავშირების მქონე კომპანია და გვაქვს წვდომა მრავალ კომპანიასთან.
  • თუ თქვენი მოყვანილი კომპანია (რესტორნი, კაფე, ღამის კლუბი, სასტუმრო და ა.შ) გააკეთებს შეკვეთას ჩვენთან, თქვენ ერთი თვის ნავაჭრიდან გერგებათ ნავაჭრი თანხის 5%, ხოლო სანამ ეს თქვენი მოყვანილი კომპანია ჩვენთან გააგრძელებს თანამშრომლობას, ყოველ მომდევნო თვეს თქვენ გექნებათ ამ ნავაჭრი თანხის 1% სახლიდან გაუსვლელად და ყველანაირი ძალისხმევის გარეშე. (პირველ თვეს ნავაჭრის 5%, ყოველ შემდგომ თვეს, ნავაჭრი თანხის 1%.)
  • მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოყვანილმა კომპანიამ ჩვენთან გააკეთა პირველ თვეს 30 000 ლარის შეკვეთა, თქვენ გეკუთვნით 1 500 ლარი, ხოლო თუ ეს კომპანია შემდეგი თვეების განმავლობაში გააგრძელებს ჩვენთან შეკვეთას, თქვენ მიიღებთ სრული თანხის 1%. (შემდეგ თვეს 100 000 ლარის შეკვეთის შემთხვევაში, რაც რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის არ არის დიდი თანხა, თქვენ მიიღებთ 1000 ლარს ყოველთვიურად, მანამ სანამ ეს კომპანია (კომპანიები) გააგრძელებენ ჩვენთან მუშაობას) 2-3 ასეთი კომპანიის მოყვანის შემთხვევაში, თქვენ გექნებათ თვეში 2000-3000 ლარის შემოსავალი ისე რომ არც მოგიწევთ რაიმეს კეთება. თქვენ ეს თანხა გერგებათ მარტო იმიტომ, რომ ეს ობიექტები ჩვენი კლიენტები გახადეთ.
  • ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც სჯერა ამ იდეის და არ დაიზარებს მოლაპარაკებების გამართვას სხვადასხვა კომპანიებთან. ერთი სიტყვით, თითქმის ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული.
  • როგორც მიხვდით, აღნიშნულ ვაკანსიაზე არ არის ფიქსირებული ხელფასი.
  • ჩვენ გაძლევთ თავისუფლებას თქვენს ქმედებებში, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ობიექტები ისე როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. (იქნება ეს პირადად ობიექტებზე მისვლა, თქვენი ფართო კავშირების გამოყენება, ინტერნეტით მუშაობა თუ სხვა.)
  • გთხოვთ, არ დარეკოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე მანამ, სანამ არ გაეცნობით და არ გაიაზრებთ რა წერია განცხადებაში.

 

514 95 00 09

მსგავსი განცხადებები
Commercial Coordinator

ველინგტონი


28 სექ - 27 ოქტ

Digital Marketing Manager

ლაინსშეარ


15 ოქტ - 13 ნოემ

Marketing Manager

Glovo


26 სექ - 25 ოქტ

PR მენეჯერი

ბესტ ან ფირსტ ჯორჯია


09 ოქტ - 07 ნოემ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


21 სექ - 20 ოქტ

PR სპეციალისტი/სტაჟიორი

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა


04 ოქტ - 02 ნოემ

გაყიდვების მენეჯერი/დირექტორის მოვალობის შემსრულებელი

სადისტრიბუციო კომპანია ქალაქური


27 სექ - 26 ოქტ