10 ოქტ - 15 ოქტ
სტანდარტი
HR ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam.kiladze@tbilisidryport.com
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR ასისტენტი
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის ოქტომბერში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული. თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.
პოზიციის შესახებ:
აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს ადგილობრივ HR სერვისების ეფექტური მიწოდების მხარდაჭერას ყველა დაინტერესებული მხარის მოლოდინებისა და ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. ორგანიზაციული განვითარების პროცესებში ჩართულობას და განხორციელებას.
დეპარტამენტის შესახებ:
ეს პოზიცია ექვემდებარება ადამიანური რესურსების და შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელს და თანამშრომლობს ყველა რგოლთან რომელიც ექვემდებარება აღმასრულებელ დირექტორს.
გამოცდილება და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ადამიანური რესურსების მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ცოდნა (წერილი, ვერბალური).
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ეთიკური სტანდარტები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- HR სერვისების ეფექტური მიწოდების მხარდაჭერა HR სერვისების, KPI-ების და ზოგადი მოლოდინების შესაბამისად, ასევე ადგილობრივ კანონებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობის დაცვა.
- ხელი შეუწყოს ყველა ადგილობრივ HR-თან დაკავშირებული ადმინისტრაციული ამოცანის სწორად და დროულ შესრულებას (მაგ. HR მონაცემები, პერსონალის ფაილები, სახელფასო სია, შეღავათები, პენსია, დაზღვევა, შვებულება, ადგილობრივი თანამშრომელთა სახელმძღვანელო და ა.შ.).
- კომპანიის ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუწიოს კონსულტაცია ადამიანური რესურსებისდღის წესრიგის შესაბამისი ასპექტების შესახებ.
- ორგანიზაციის განვითარების ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა პროექტები.
- მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში მენეჯერებთან რეკრუტირების შესახებ და მხარი დაუჭიროს დასაქმების პროცესებს.
- სწავლისა და განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა
- სამუშაო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შესაბამის პოლიტიკასთან, პროცესებთან და კანონებთან შესაბამისობის შემდგომი დაკვირვება.
- შიდა და გარე ნორმატიული/მარეგულირებელი ანგარიშგების მოთხოვნების უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com .
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 16 ოქტომბერი
წარმატებას გისურვებთ!
ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
ნახვები 2185
უნიკალური ნახვები 2098