ტრენინგ-კურსი ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის

თარიღები: 05 ოქტ - 22 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: eci.coalition@gmail.com
ტელეფონი: +995 599655508
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია აცხადებს სატრენინგო კურსს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის და საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

 

ტრენინგის მიზანი: ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართული პირების მიერ ადრეული ინტერვენციის ციკლის განხორციელებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და ჩვევების ათვისება.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან ადრეული ინტერვენციის ფილოსოფიას და პრინციპებს, შეისწავლიან ადრეული განვითარების კანონზომიერებას და მნიშვნელობას, ადრეული ინტერვენციის ციკლს, ოჯახთან და ბავშვთან მუშაობის მეთოდოლოგიას და პრინციპებს, ბავშვის შეფასებისა და ადრეული ინტერვენციის დაგეგმვის ინსტრუმენტს.

პრაქტიკული საათების გავლისას, სპეციალისტის პერიოდული მეთვალყურეობის ქვეშ მონაწილეები აითვისებენ ბავშვთან და ოჯახთან მუშაობის უნარ - ჩვევებს,  ქოუჩინგის ტექნიკებს.

 

თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის ხანგძლივობა : 3 თვე (სულ 250 საათი, აქედან თეორიული ტრენინგი 155 საათი, პრაქტიკა 95 საათი),

პროფესიული ზედამხედველობა: 14 საათი 6 თვის განმავლობაში (თვეში 2,5 საათი)

თეორიული ტრენინგის ვადები: 2018 წლის 30 ოქტომბერი  - 15 თებერვალი

თეორიული ტრენინგები ჩატარდება კვირაში სამი დღე: სამშაბათი, ხუთშაბათ -  15:00 – 20:00 საათი. შაბათი - 10:00 – 15:00

 

ტრენინგი უზრუნველყოფილია ლანჩით.

 

პრაქტიკა: სავალდებულოა კვირაში 8 საათი (სამუშაო საათები შეთანხმდება ინდივიდუალურად)

პროფესიული სუპერვიზია: ბავშვებთან მუშაობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, სავალდებულო 14 საათი.

ტრენინგის ღირებულება:

თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის საფასური : ჯამში 1200 ლარი, (შესაძლოა თანხის გადახდა ეტაპობრივად სამი თვის განმავლობაში 400 ლარის ოდენობით, ყოველი თვის დასაწყისში.)

 

 

პროფესიული ზედამხედველობა: თვეში 140 ლარი, სულ 840 ლარი

პროფესიული ზედამხედველობის შემდგომი გამოცდა: 60 ლარი

ტრენინგების ჩატარების ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 21ბ,  ორგანიზაცია: პირველი ნაბიჯი საქართველოს ოფისი

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული რეგისტრაციის ფორმა და გადმოაგზავნონ 22 ოქტრომბრამდე შემდეგ მისამართზე: eci.coalition@gmail.com;  

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ +995 599655508 ან +995 568237744

ტრენინგისა და სერტიფიცირების დეტალურ აღწერილობას გამოგიგზავნით დაინტერესების შეთხვევაში.

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


17 ოქტ - 15 ნოემ

CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი

VIP Intellect Group


20 სექ - 19 ოქტ

Electricity Training Program

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


19 ოქტ - 17 ნოემ

IT და ვებ ტექნოლოგიები, ინჟინერია, ქსელი, ვებ პროგრამირება

ინტელექტ ცენტრი


28 სექ - 27 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


19 ოქტ - 17 ნოემ

IT ინჟინერია/სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების შემსწავლელი სასერთიფიკატო კურსი

ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC


26 სექ - 25 ოქტ

IT ინჟინერიის შემსწავლელი ინტენსიური კურსი 250 ლარის ნაცვლად 150 ლარად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


24 სექ - 23 ოქტ