16 სექ - 16 ოქტ
ვიპ
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@littentree.ge
ტელეფონი: +995 598712323
ავეჯის ქართული საწარმო Litten Tree, შემდგომი ხანგრძლივი თანამშრომლობის მიზნით, აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.
- ავეჯის ხელოსანი;
- ვერტიკალური ხერხის ოპერატორი
- ავეჯის მასალის მღებავი;
- ავეჯის მემონტაჟე;
სტაჟირების პერიოდში შერჩეული აპლიკანტები ადგილზე შეისწავლიან:
- ავეჯის მასალებისა და დამხმარე მექანიზმების კლასიფიკაციებს;
- ნახაზებისა და რენდერების წაკითხვას;
- თანამედროვე, მოდერნიზებულ მანქანა-დანადგარებთან მუშაობას;
- კომუნიკაციის პრინციპებს;
- პროფესიონალ თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან სრულ საწარმოო პროცესში;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - ხუთი.
სტაჟირების პერიოდი - 2 თვე.
სტაჟირების პერიოდში ყოველთვიური ანაზღაურება, თითოეულ პოზიციაზე - 1000 ლარი.
აპლიკანტებისთვის აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ მოითხოვება!
სტაჟირების პროგრამაში მოსახვედრად აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- სიახლეების მიმართ დიდი ინტერესი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- სტაბილურად დასაქმების სურვილი;
- უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებასა და ახალი პროფესიის ათვისებაზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ „სტაჟირება და პროგრამის დასახელება, რომლითაც ხართ დაინტერესებული“ ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: +995 598712323; +995 592 15 19 19
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ხელოსანი (ზოგადი)
ნახვები 834
უნიკალური ნახვები 800