ბუღალტერი

თარიღები: 05 ოქტ - 03 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@tbh.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი) ბუღალტერ-ოპერატორი

შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“ დაარსდა 2009 წელს. კომპანია ახორციელებს  მთარგმნელობით მომსახურებას და წარმოადგენს ლიდერ კომპანიას თავის სფეროში. „თბილისის ბიზნეს სახლი“ სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015-ით; ჰყავს 200-მდე დამკვეთი, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და თანამშრომლობს 700-მდე თარჯიმანთან საქართველოს  მასშტაბით.

 

შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“ აცხადებს ვაკანსიას   ბუღალტრის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით მინიმუმ 5 წელი;
  • საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა „FINA“-ში მუშაობის  გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word);

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ყოველთვიური ხელფასების დაანგარიშება;
  • დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
  • ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება; 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი).

 

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: hr@tbh.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
ბუღალტერი

კომპანია


19 სექ - 18 ოქტ

ბუღალტერი

სამშენებლო კომპანია


19 სექ - 18 ოქტ

ბუღალტერი

Sushi24.ge


27 სექ - 26 ოქტ

ბუღალტერ-ოპერატორი

ევროპროდუქტი


20 სექ - 19 ოქტ

ბუღალტრის დამხმარე-ოპერატორი

ფერმო ფენსი


05 ოქტ - 03 ნოემ

ოპერატორი

Euro Invest


05 ოქტ - 03 ნოემ

ოპერატორი

GDCC


05 ოქტ - 03 ნოემ