შემდეგი
16 სექ - 15 ოქტ
ვიპ
სამშენებლო უბნის უფროსი
თბილისი
ემ ემ
- სრული განაკვეთი
- 4000 - 5000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: beraluk151202@gmail.com
შპს,,ემ ემ’’-ი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო უბნის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი,
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის ზედამხედველობა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
- დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
- ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
- რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კრეატიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურება: 4000-5000 (ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : beraluk151202@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ემ ემ’’ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ემ ემ’’ ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 645
უნიკალური ნახვები 619