10 ოქტ - 13 ოქტ
სტარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sale@limoservice.ge
Limo Service მაღალი კლასის ტრანსპორტირების სერვისია, რომელიც სთავაზობს B2B, B2C და B2B2C -ის უახლესი ავტომობილებითა და მძღოლით მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
Hyundai Limo Service აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
მისამართი: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, ჰიუნდაის ავტო ცენტრი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების, პარტნიორების იდენტიფიცირება;
- გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შესრულების მენეჯმენტი;
- ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა და კონკურენტული აქტივობების წარმართვა;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის პრეზენტაციის ჩატარება;
- მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა
- კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და განხორციელების მონიტორინგი;
- ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
- ბაზრის კვლევა, გაყიდვების არხების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- რეგიონში არსებულ პოტენციურ კლკიენტებთან სამუშაო ვიზიტები საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი სარგებელი:
- კონკურენტული ანაზღაურება
- დაზღვევა
- სერვისზე სპეც. პირობები თანამშრომლებისათვის
- საბონუსე სისტემა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: sale@limoservice.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 404
უნიკალური ნახვები 390