07 ოქტ - 13 ოქტ
სტარტი
ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/.

პასუხისმგებლობები:
  • ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მომწოდებლების მოძიება ქართულ და უცხოურ ბაზარზე და მათთან კომუნიკაცია;
  • ავტომობილის სათადარიგო ნაწილების შეძენის და ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის სათადარიგო ნაწილების ფასების ანალიზი ქართულ და უცხოურ ბაზარზე;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ავტო ნაწილების მოძიებისა და შეძენის კუთხით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ავტომობილის სათადარიგო ნაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
დაზღვევა
ავტოდაზღვევა,
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 234
უნიკალური ნახვები 227