16 სექ - 13 ოქტ
ვიპ
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 3000 - 5000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@tempoholding.ge
Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Tempo Holding-ში!
დეველოპერული კომპანია Tempo Holding სამშენებლო ბაზარზე პროექტით “Queen’s Residence“ წარსდგა. ჩვენი განვითარების გეგმა ითვალისწინებს უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე უნიკალური კონცეფციის მქონე პროექტის ინიცირებას და დანერგვას.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების წყარო მოძრაობა და ევოლუციაა. ეს მუდმივად გვიბიძგებს ვეძებოთ განვითარების საუკეთესო გზები. ჩვენთვის პროგრესი ნიშნავს მუდმივი სრულყოფილების გზაზე სვლას, რაც იძლევა გარანტიას, რომ ინოვაციების სფეროში Tempo Holding ყოველთვის ლიდერი იქნება.
ინოვაციები გვაძლევს გარანტიას, რომ Tempo Holding-ს აქვს არა მხოლოდ ადაპტაციის, არამედ მომავლის ფორმირების უნარიც. ჩვენ ვაქცევთ იდეას იმ რეალობად, რომელშიც ცხოვრების წესი იქნება განახლებული და გაუმჯობესებული.
პოზიციის მიმოხილვა:
- ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პროაქტიულ და დეტალებზე ორიენტირებულ აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწეს. აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე გადამწყვეტ როლს შეასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური განრიგის, კომუნიკაციებისა და სტრატეგიული ინიციატივების მართვაში. ის იმოქმედებს როგორც მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აღმასრულებელ დირექტორსა და შიდა/გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის, მართავს მაღალი პრიორიტეტის ამოცანებს, კოორდინაციას გაუწევს კომპლექსურ პროექტებს და უზრუნველვყოფს უწყვეტ ოპერაციებს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- აღმასრულებელი დირექტორის კალენდარის მართვა, შეხვედრების ჩანიშვნა, სამივლინებო საკითხების მოგვარება.
- გარე და შიდა კორესპონდენციასთან გაცნობა და გაკონტროლება აღმასრულებელი დირექტორის სახელით.
- დღის წესრიგისა და დეტალური შეხვედრის ოქმების შედგენა.
- დახმარება ძირითადი პროექტებისა და ინიციატივების კოორდინაციაში, ვადების დაკმაყოფილების და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში.
- კონფიდენციალური დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და ანგარიშების შედგენა, კორექტირება და მართვა.
- კომპანიის ღონისძიებების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია.
- კლიენტებთან, კონტრაქტორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა.
- სამივლინებო საკითხების ორგანიზება (მათ შორის განთავსება ტრანსპორტირება).
- აღმასრულებელი დირეტორის მხარდაჭერა სხვადასხვა დავალების შესრულებაში, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.
კვალიფიკაცია:
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- C-დონის მენეჯერის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
- ძლიერი ორგანიზაციული და რამდენიმე დავალების თანადროულად შესრულების უნარები.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- შესანიშნავი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
- Microsoft Office Suite-ის (Word, Excel, PowerPoint) საოფისე ინსტრუმენტებისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტების ფლობა.
- სტრესულ გარემოში მუშაობისა უნარი.
- დავალების განსაზღვრულ ვადებში შესრულების უნარი.
- დეტალებისადმი ყურადღება და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები.
- კონფიდენციალურობისა და პროფესიონალიზმის დაცვის უნარი.
რატომ ტემპო?
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
- კონკურენტუნარიანი ხელფასები
- მეგობრული და დინამიური სამუშაო გარემო.
- ბენეფიტების პაკეტი (სამედიცინო დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი).
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00-19:00
ანაზღაურება:
ანაზღაურება 3000 - 5000 ლარისმ ფარგლებში (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
განაცხადის პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@tempoholding.ge
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 1948
უნიკალური ნახვები 1862