შემდეგი
დღეს - 12 ოქტ
სტანდარტი
სარეკლამო წარმოების უფროსი მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
- სრული განაკვეთი
- 2000
+ ბონუსი - მივლინება
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: s.chikvaidze@kedimomentum.com.ge
ქედი სტუდიო დაარსდა 1992 წელს და ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სარეკლამო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო მომენტუმ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე და არის ექსპერტი არატრადიციულ სარეკლამო მიმართულებებში: ივენთ მარკეტინგი, სპონორობა, საკომუნიკაციო აქტივობებისა და ღონისძიებების მენეჯმენტი, შოპერ მარკეტინგი.
დღეს უკვე ორი ძლიერი კომპანია, ქედი/მომენტუმ ჯორჯიას სახელით, გაერთიანებული რესურსებითა და დიდი გამოცდილებით, ერთად განაგრძობს მოღვაწეობას და დამკვეთებს სთავაზობს ინტეგრირებულ საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს, სარეკლამო წარმოების სრულ სპექტრსა და პროექტების ერთობლივ მენეჯმენტს.
ქედი/მომენტუმ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო წარმოების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული:წარმოების განყოფილება
თანამდებობა:წარმოების უფროსი მენეჯერი
სამუშაო ადგილის მდებარეობა:თბილისი, სერგო ზაქარიაძის ქ. 3
სამუშაო განაკვეთი:სრული. ორშაბათი - პარასკევი, 10:00სთ. – 19:00სთ.
ანაზღაურება:გამოსაცდელ ეტაპზე 2000 ლარი.
ფუნქცია–მოვალეობები:
- საწარმოო პროცესის დაგეგმვა, მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლი
- ნაბეჭდი და წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
- სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა/კონტროლი
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საუკეთესო პირობების აღება
- ტექნიკური ნახაზის/დიზაინის შემოწმება წარმოებაში ჩაშვებამდე
- საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან კომუნიკაცია/კონსულტირება პროექტის მენეჯერთან ერთად
- წარმოებისათვის საჭირო მასალების მარაგების კონტროლი და უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები:
- სარეკლამო და საწარმო მასალების საფუძვლიანი ცოდნა
- აუცილებელია სარეკლამო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ტექნიკური ნახაზების გადამოწმების მიზნით შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: s.chikvaidze@kedimomentum.com.ge .
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბეჭდვა; მასალების დამზადება,
გარე რეკლამა
ნახვები 508
უნიკალური ნახვები 487