- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
- უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, არანაკლებ 2 წელი.
- ინგლისური /რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა);
- CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word,Excel)
- გაყიდვების გუნდის, გაყიდვების პროცესის ეფექტური მართვა და ზრუნვა გაუმჯობესებაზე.
- მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრა და შესაბამისი ამოცანების დასახვა.
- გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა,გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი.
- გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება,მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება.
- მომხმარებელთა ბაზის განახლება;
- თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული/ყოველდღიური შეხვედრები, ამოცანების დასახვა და თვის ანალიზი/რეპორტინგი.
- პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს “გაყიდვების ჯგუფი”-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს „ გაყიდვების ჯგუფი " -ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს „ გაყიდვების ჯგუფი “ .
ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს „ გაყიდვების ჯგუფი “-ს მიერ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს „ გაყიდვების ჯგუფი “-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
შპს „ გაყიდვების ჯგუფი “ არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
კომპანიის ოფიციალურ მეილზე მიმართვის შემთხვევაში მაქვს შემდეგი უფლებები : მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს „ კომპანიის ოფიციალურ მეილზე “-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.