სამშენებლო პროექტების ხარჯთღრიცხვის სპეციალისტი

თარიღები: 05 ოქტ - 01 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: hr@citadeli.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა სამშენებლო, უძრავი ქონება:  ინჟინერი-არქიტექტორი კომპიუტერული გრაფიკა/CAD მშენებლობა(ზოგადი)

კომპანია „ციტადელი“ აცხადებს ვაკანსიას - სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

 

კომპანია „ციტადელი“ 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად.  ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია „Rockwool,“  ფრანგული კომპანია „Icopal,“ რუსული კომპანია „Sveza,” გერმანული კომპანია ,,Peri,” დანიური კომპანია ,,Paroc,” გერმანული კომპანია ,,Liebherr,” გერმანული კომპანია ,,kreisel” და სხვა.

„ციტადელი“ მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და  მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე,  ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისსა და ბათუმში,  სამშენებლო ტექნიკის,  სამშენებლო და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას.

კომპანია „ციტადელი“ მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია „ციტადელის“ ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი  განათლება (მისაღებია ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის სტუდენტი და/ან მაგისტრატურის სტუდენტი);
  • სამშენებლო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურული  და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია  პროგრამების Arch cad-ის AutoCAD-ის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის დამუშავება, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • პროექტების შესაბამისად დამკვეთთან ურთიერთობების განვითარება, შესასრულებელ სამუშაოებზე ანგარიშების წარდგენა;
  • დამკვეთის კონსულტირება;
  • დაკვეთის მიღების შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება;
  • დამკვეთისთვის  მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე სამშენებლო პროექტების მიზიდვის, მიმდინარე სამშენებლო პროცესისა და ფინანსური საკითხების შესახებ.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირტულ რეჟიმში მუსაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ტექნოლოგიური  სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი თბილისში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 1 ნოემბრამდე, 2018 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 „ციტადელი ჰოლდინგის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

მსგავსი განცხადებები
დამპროექტებელ-ინჟინერი

HH Recruitment


17 ოქტ - 23 ოქტ

ინჟინერ-დამპროექტებელი

ინჯინიო


27 სექ - 26 ოქტ

ინჟინერ-ეკონომისტი

Axis Construction


17 ოქტ - 31 ოქტ

სივრცით მოწყობის უმცროსი სპეციალისტი სივრცითი და  ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სივრცით–ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი


18 ოქტ - 16 ნოემ

ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერი

m2 უძრავი ქონება


13 ოქტ - 25 ოქტ

2D გრაფიკული დიზაინერი

არქი ჯგუფი


05 ოქტ - 31 ოქტ

Assistant

El Zoghby


18 ოქტ - 16 ნოემ