05 ოქტ - 11 ოქტ
სტანდარტი
ცემენტის ქარხანაში მთავარი მექანიკოსი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს რუსთავის ცემენტის ქარხანაში მთავარი მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქ. რუსთავის, მშენებელთა ქუჩა #70.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- MIP პროცედურების შესაბამისად მოქმედება;
- სარემონტო სამსახურის ორგანიზაციულ–ტექნიკური ღონისძიებების გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
- დილის თათბირების ორგანიზება და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე სამუშაო უბნებზე დავალებების განაწილება;
- მოწყობილობების, კომუნიკაციების ტექნიკური მდგომარეობის, ჩატარებული პროფილაქტირული, მიმდინარე რემონტის ხარისხისა და გრაფიკის კონტროლი;
- აგრეგატების, მოწყობილობა-დანადგარების საგეგმო-გამაფრთხილებელი წლიური გეგმების შედგენა და შესრულების კონტროლი;
- მონაწილეობს და ადგენს აგრეგატების, მოწყობილობა–დანადგარების საგეგმო–გამაფრთხილებელ წლიურ გრაფიკებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
- ყველა სახის მექანიკური სამუშაოს, რემონტების მიმდინარეობის და მიმდინარე სამუშაოს ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
- რემონტების შემდგომ ძირითადი ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშა პროცესში მოყვანაში მონაწილეობა;
- დამხმარე ხელსაწყოების, სახარჯ მასალებისა და ცეცხლგამძლე მასალების კონტროლი;
- სათადარიგო ნაწილებისა და არასდანდარტული მოწყობილობების დამზადების დაგეგმვა;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;
- საზეინკლო საქმის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება;
- საშემდუღებლო საქმის თეორიული ცოდნა;
- ჰიდრავლიკური ამძრავების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების დახაზვა, გარჩევის უნარი;
- ტექნიკური დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მენეჯერული უნარები;
არსებული ბენეფიტები:
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას, სასაუბრო დროსა და ინტერნეტს;
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- უფასო ტრანსპორტირებას რუსთავის ტერიტორიაზე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მთავარი მექანიკოსი (რუსთავი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი
ნახვები 758
უნიკალური ნახვები 737