შემდეგი
08 ოქტ - დღეს
სტანდარტი
შეფ-მზარეული
თბილისი, საბურთალო
რესტორანი
- სრული განაკვეთი
- 4000 - 4500
- პროფესიული კოლეჯი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5-დან 7 წლამდე
- რუსული
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/5 სამუშაო დღე; 13:00 სთ – 23:00 სთ.
დასვენების დღეები განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.
ანაზღაურება: 4 000 - 4 500 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- 5-7 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
- სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება;ძლიერი მენეჯერული უნარის ფლობა
- პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
- სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
მოვალეობები:
- სამზარეულოს ყოველდღიური ფუნქციონირების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი: სამუშაო დღის დაგეგმვა და მათზე მოვალეობების და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
- მენიუს შედგენა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- ტექნოლოგიური ბარათების/რუკების შედგენა;
- კალკულაციების შედგენა და დაცვა;
- საწყობის და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- კვების პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფა: პროდუქტების ხარისხის და ვადიანობის კონტროლი;
- უსაფრთხოების ტექნიკის და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
- სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის/მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 836
უნიკალური ნახვები 675
გაგზავნილი CV-ები 34