შემდეგი
05 სექ - 04 ოქტ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ვაკე
- სრული განაკვეთი
- 1500 - 2000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@fizculture.ge
ფიზკულტურა პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სწრაფად გახდა სანდო სახელი კვების და ნუტრიციის ინდუსტრიაში.ფიზკულტურა მესამე წელია აქტიურად ფუნქციონირებს ქ. თბილისში, სექტემბრიდან იხსნება ბათუმის ფილიალიც. ფიზკულტურა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი
მოვალეობები
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
- არსებულ კლიენტებთან მომსახურების უზრუნველყოფა
- კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
- სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, Tik Tok) კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება;
- ბლოგერებთან თანამშრომლობის შემდეგ მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა (კითხვებზე პასუხი რეკლამის შემდეგ), ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, საქმის მიყვანა შენაძენამდე.
- მუშაობა კომპანიის ბაზასთან და ექსელთან.
- ყოველი დღის ბოლოს ბაზების განახლება.
საკვალიფიციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები
- გამართულად წერის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება 1500 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + პროცენტი გაყიდვებიდან.
- სამუშაო ადგილი თბილისი, ვაკის რაიონი
- გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: info@fizculture.ge და tatoenukidze@fizculture.ge დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ფიზკულტურა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 390
უნიკალური ნახვები 380