05 სექ - 04 ოქტ
სტანდარტი
ტრავმის კურიერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@4hs.ge
„4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას ტრავმის კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები
- შეკვეთის დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ტრავმის საწყობის მენეჯერთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში;
- მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთი კლინიკის მედ-პერსონალთან, შეკვეთის მიტანის კოორდინირებულობის მიზნით;
- ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ინსტრუმენტებისა და დარჩენილი პროდუქციის შესაბამისი ფორმით დაკომპლექტება და საწყობში უდანაკარგოდ და დაუზიანებლად მობრუნება;
- მის მიერ გადააადგილებული პროდუქციის აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება ტრავმის საწყობის მენეჯერისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება შემოსულ მოთხოვნაზე და სასწრაფო შეკვეთების დროულად მიტანის უზრუნველყოფა;
- ტრავმის პროდუქციის მაქსიმალური სიზუსტით შესწავლა და ცოდნის მუდმივი გაღრმავება;
- ინსტრუმენტების მუდმივი შემოწმება, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ - ასევე შესაბამისი მითვლა, რომ არ იყოს დანაკლისები.
პასუხიმგებლობები
- მოთხოვნილი ინსტრუმენტებისა და პროდუქციის სწორი აწყობა, კლინიკამდე მიწოდება.
- დასაბრუნებელი პროდუქციის ადგილზე მითვლა და სწორი ნაშთით დაბრუნება საწყობში.
- პარტნიორი კლინიკების ტრავმატოლოგებისა და ექთნების უკმაყოფილებაზე, რაც გამოწვეულია არადროული და უხარისხო მომსახურებით.
მოთხოვნები
- აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.
ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
კურიერი
ნახვები 228
უნიკალური ნახვები 219