- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" თბილისის ფილიალებისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს შემფასებლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
- მოლარე, ოქროს შემფასებელი - დღის ცვლა : 9:30-18:30 ან 10:00 - 19:00 (კვირაში 2 დღე დასვენება),
- მოლარე, ოქროს შემფასებელი - ღამის ცვლა: 18:30- 9:30 (ყოველი მესამე ღამე)
მდებარეობა:
- თბილისი, გლდანი;
- თბილისი, ცაბაძის ქ. (სადგურის მოედნის მიმდებარედ)
- თბილისი, საბურთალო,
- თბილისი, მეტრო სამგორის მიმდებარედ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება ;
- ძვირფასი ლითონების (ოქროს) მიღება, შეფასება;
- სალომბარდე სესხის გაცემა.
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
- დეტალებისადმი ყურადღებიანს;
- გუნდურს;
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
- ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 25 სექტემბერი .
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით ან/და ტელეფონის ნომერზე: +995 322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!