04 სექ - 04 ოქტ
ვიპ CV
სადაზღვევო და ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის სადაზღვევო და ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N3
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- სადაზღვევო და ციფრული პროდუქტების კუთხით არსებული ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესწავლა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
- ადგილობრივი ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური ანალიზი და კომპანიის პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება;
- სამომხმარებლო ქცევის და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი კომპანიაში არსებული სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
- ახალი ციფრული პროდუქტის კონცეფციის შემუშავება, დეტალური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია;
- პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და ანალიზის მომზადება;
- პროდუქტის განვითარების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
- დამტკიცებული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
- ახალი ციფრული პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
- არსებული ციფრული პროდუქტების განახლების საჭიროების ანალიზი, ცვლილებების მოსალოდნელი შედეგებისა და ეფექტურობის შეფასება, ცვლილებების ინიცირება და განხორციელების კოორდინაცია;
- არსებული და ახალი ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი კვლევების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ციფრული პროდუქტების (apps, web, tools) განვითარების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პროექტის მართვის გამოცდილება;
- პროექტის მართვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებითი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2-C1) (საუბარი, წერა)
- სასრუველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიული აზროვნებისა და ანალიტიკის უნარი
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- კომუნიკაბელურობა, მომხარებელთან სწორად კომუნიკაციის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები 1362
უნიკალური ნახვები 1305
გაგზავნილი CV-ები 22