გაყიდვების ოფიცერი გორში

თარიღები: 04 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: გორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@geocredit.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს მისო ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

 

მისო ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე  გორში

 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2018 წელი

 

ვის ვეძებთ ჩვენ?

  • ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
  • მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და  შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

 

 

რა იქნება მთავარი მოვალეობა?

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

რას მიიღებთ ამ სამსახურში მუშაობით?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • გამოცდით საკუთარ შესაძლებლობებს;
  • აღმოაჩენთ ახალ უნარებს;
  • გამოიმუშავებთ ანაზღაურებას;
  • დაიწყებთ კარიერის განვითარებას.

 

პოზიციის პირობები:

  • 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სტაჟირების შემდეგ გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;
  • ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში - 250 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 375 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 25 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

მსგავსი განცხადებები
Apple - ის პროდუქციის მენეჯერი

ფინლექს გრუპი


25 სექ - 24 ოქტ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


15 ოქტ - 13 ნოემ

Продавец В Аджарии

MAXIMUS


10 ოქტ - 08 ნოემ

აგრო კონსულტანტი მემცენარეობაში

Traktor Technologies


09 ოქტ - 07 ნოემ

ბრენდ ამბასადორი/კონსულტანტი

HRRA


02 ოქტ - 16 ოქტ

გამყიდველი

შატო და კომპანია


10 ოქტ - 08 ნოემ

გამყიდველი

ჯეო დისტრიბუშენ გრუპი


12 ოქტ - 10 ნოემ