დღეს - 02 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების აღმასრულებელი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hotels@coredeal.ge
სასტუმროების მართვისა და სტუმართმასპინძლობის საკონსულტაციო კომპანია “Coredeal Hospitality” აცხადებს გაყიდვების აღმასრულებელის პოზიციას, რომელიც პორტფოლიოში არსებული სასტუმროების კლიენტების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდაზე იქნება პასუხისგებელი;
სამუშაო განაკვეთი: 10:00 – 19:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
პოზიციის მდებარეობა: ბათუმი
ძირითადი პასუხისმგებლობები
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება, კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
- საპრომოციო/საპრეზენტაციო მასალის შექმნასა და მომზადებაში ჩართულობა;
- დეპარტამენტის ხელმძღვანელის დახმარება გაყიდვების გეგმის შემუშავება/აღსრულებაში;
- კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება, sales call-ების წარმოება;
- სხვადასხვა განყოფილების ინფორმირება სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
- ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან წარმატებული კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარება/შენარჩუნება;
- ტურისტული სააგენტოებისა და კორპორატიული კლიენტებისათვის site tour-ების ორგანიზება, სიახლეების გაცნობა;
- კონკურენტების, საბაზრო ფასებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
- ონლაინ სადაჯავშნო სისტემების მართვა, ფასების ცვლილება, ფასდაკლებების ჩაშვება, შედეგების ანალიზი;
- გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
- სოციალურ მედიაში გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერთან წინასწარ შეთანხმებული კონტენტის განთავსება და შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამცოდილება;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
- სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
- სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hotels@coredeal.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 223
უნიკალური ნახვები 224