შემდეგი
03 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი
თბილისი, საბურთალო
სამედიცინო კომპანია
- სრული განაკვეთი
- 800
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: medicalcompanyjobs@gmail.com
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება - 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში მომუშავე ექიმების შესახებ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ჩაწერისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
- კლინიკაში შემოსული პაციენტების გადამისამართება შესაბამის რგოლთან და სივრცეში;
- ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტებისთვის შესაბამისი რიგის ნომრების გაცემა და მათი გადაადგილების ორგანიზება/მონიტორინგი;
- პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- რიგების მართვა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- კრიზისული სიტვაციის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი“
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 177
უნიკალური ნახვები 173