31 აგვ - 21 სექ
სტანდარტი
HR ადმინისტრატორი
თბილისი, ავლაბარი, წინანდლის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@guli.ge
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით. 09:00 -17:00 სთ, ან 10:00 -18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა ელექტრონული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და პირადი საქმეების მართვა;
- თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების და ბრძანებების მომზადება;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის, ბრძანებების და სხვა რეესტრების წარმოება;
- მიღებული კორესპონდენციის მართვა/გადამისამართება (პასუხის დროულად უზრუნველყოფა);
- პერსონალის სამუშაო დროის ყოველთვიური ტაბელის წარმოება;
- საკადრო საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების და ინსტრუქციების მომზადება/დანერგვაში ჩართულობა;
- ცნობების გაცემა, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე;
- თანამშრომლების დაზღვევის პროცესის წარმართვა;
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- HR ადმინისტრირების მიმართულებით მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილების ქონა;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა;
- სასურველია, Self HR - ში მუშაობის გამოცდილება;
- საჭირო უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი,
HR პოლიტიკისა და პროცედურების სპეციალისტი
ნახვები 374
უნიკალური ნახვები 415