31 აგვ - 11 სექ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@courtyardbatumi.com
სასტუმრო ქორთიარდი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მომწოდებელი: სასტუმრო ქორთიარდი ბათუმში
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელობა, გაყიდვების და რეზერვაციის გუნდის მართვა
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- სასტუმროს მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა და მენეჯმენტი
- შემოსავლების მაქსიმალიზაცია და ბრენდის სტანდარტების მიხედვით ფასების პოლიტიკის გაძღოლა
- კორპორატიულ და ტურისტულ სააგენტოებთან მუშაობა
- ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება და შესაბამისი საფასო პოლიტიკის შემუშავება
- სასტუმროს ღონიძიებების განყოფილების ორგანიზება და მენეჯმენტი
- სასტუმროს კვებისა და სასმელების განყოფილების გაყიდვების მაქსიმალიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- ნომრების კატეგორიების, სეგმენტების და საფასო პოლიტიკის ზედმიწევნით კარგად ცოდნა
- ბიუჯეტის დაგეგმვის და წლიური შემოსავლების მაქსიმალიზაციის უნარი
- მომხმარებლებთან საუკეთესო ურთიერთობის უნარი
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- უმაღლესი განათლება სტუმართ მასპინძლობის ან სხვა ბიზნეს სფეროში.
- კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები.
- საერთაშორისო ქსელის სასტუმრო(ებ)ში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში: OPERA PMS, Outlook, Word, Excel და ა.შ.
- მომხმარებელთა ბაზის ფლობა და სათანადო მოხმარების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@courtyardbatumi.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 151
უნიკალური ნახვები 163