30 აგვ - 28 სექ
ვიპ
მიმღების მთავარი ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 800 - 1000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@oktopus.ge
ტელეფონი: +995 568 69 52 51
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღების მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 5 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
პოზიციის მიმოხილვა:
- მთავარი ადმინისტრატორი - დასაქმებულმა უნდა გაუწიოს ადმინისტრირება კლუბში შემოსულ მომხმარებლებს .
- მთავარი ადმინისტრატორი კლუბის წევრებს ხვდება ღიმილით, ის პასუხისმგებელია განსაკუთრებით მომსახურებაზე და მაღალი სტანდარტების დაცვაზე.
- მან სწორად და დამაჯერებლად უნდა მოახდინოს კლიენტის ამოცანების გადაჭრის თავისი ხედვების დემონსტრირება.
პასუხისმგებლობები:
- კლიენტების ეფექტური მიღება/მომსახურება;
- კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
- სალაროს აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;
- გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი ინფორმაციის მიწოდება;
- ინსტრუქტორების ცვლების/შესვენებების კონტროლი
- მიმღებში და დარბაზში არსებული კანცელარიის თუ გასაყიდი პროდუქტების ინვენტარიზაცია
- კომუნიკაბელურობა;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- დახვეწილი მეტყველების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ინდივიდულურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით);
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
- მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 15:30მდე ან 15:30-დან 23:00მდე (სწავლის და მუშაობის შეთავსება - ნახევარი განაკვეთი);
- დასვენების დღე: კვირაში ორი დღე;
- ხელფასი: ხელზე ასაღები 800 ლარი (ერთი წლის შემდეგ 900 ლარი, 2 წლის შემდეგ 1000 ლარი)
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სპეციალური ფასდაკლებები;
- დარბაზებზე წვდომა/ ვარჯიშის საშუალება.
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
- და სხვა ბენეფიტები.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : hr@oktopus.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 69 52 51 კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს.
https://www.oktopus.ge/
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 266
უნიკალური ნახვები 302