30 აგვ - 27 სექ
სტანდარტი
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქ.
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gzavnili.jobs@gmail.com
კომპანია ‘გზავნილი’ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
‘გზვანილი’ უზრუნველყოფს ამერიკიდან საქართველოში პერსონალური და ბიზნეს გზავნილების გადაზიდვას.
ოფისის ლოკაცია: თბილისი, ტაშკენტის N41
გრაფიკი: კვირაში 6 დღე_ 40 საათი (1 დღე დასვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან დროული და აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება, ასევე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებიდან შემოსულ მოთხოვნებზე დროულად პასუხის დაბრუნება და პრობლემის არსებობის შემთხვევაშოი მისი დროული და ეფექტური მოგვარება;
- მომხმარებლისაგან მოთხოვნის დამუშავება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
- ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება და დროული პასუხი;
- საწყობში ამანათების მოძიების პროცესში ჩართულობა და პროცედურების მიხედვით მათი გადაცემა;
- არსებულ პროგრამაში აქტიური მუშაობა და პროცედურების თანახმად დეტალური ინფორმაციის შეყვანა/მითითება კონკრეტულ ამანათთან დაკავშირებით;
- გასანბაჟებელ ამანათებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დროულად მოპოვება და დეკლარანტისთვის მიწოდება;
- რეგიონში გასაგზავნ ამანათებზე პარტნიორი კომპანიის ვებ-გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა, და გამზადება;
- რეგიონში გასაგზავნი ამანათების საგადასახადო დოკუმენტის დაბეჭდვა და გამზადება;
- რეგიონში გაგზავნილი ამანათების ჩაბარების კონტროლი და პარტნიორ კომპანიასთან დროული კომუნიკაცია დაგვიანებულ, პრობლემურ ამანათებთან დაკავშირებით;
- თბილისში მისაწოდებელი ამანათების სიის გამზადება;
- კურიერის მიერ უკან მობრუნებული ამანათების მიღება/ ასახვა;
- მომხმარებლებთან კონსტრუქციული და ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, რათა დროულად მოხდეს ამანათის მიწოდება;
- აქტიური კომუნიკაცია ამერიკის საწყობთან, სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად;
- მენეჯმენტთან ერთად პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმის შემუშავებაში ჩართულობა და მსჯელობა. შეთანხმებული მექანიზმის დროულად და ეფექტურად აღსრულება;
- ნაკლები გამოცდილების მქონე გუნდის წევრების მენტორინგი და მხარდაჭერა;
მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება საფოსტო მიმართულებით, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა;
- შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: gzavnili.jobs@gmail.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
განცხადების მიღების ვადა: 15 სექტემბერი
კომპანია გზავნილი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 370
უნიკალური ნახვები 375