19 სექ - 27 სექ
სტანდარტი
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.office@ifc.ge
KFC აცხადებს ვაკანსიას: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 18 რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!
პოზიციის სახელწოდება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
დეპარტამენტი: ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება
ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები
დასაქმების სტატუსი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაცია;
- სასაწყობო ნაშთების კონტროლი რესტორნებში და ძირითად საწყობში (აღწერები);
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა;
- ინსტრუქციის შესაბამისად რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
- ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უმჯობესია ტექნიკური მიმართულებით)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში, ლოჯისტიკაში;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია)
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებაზე ფასდაკლებას;
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას (სურვილის შემთხვევაში).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr.office@ifc.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
ნახვები 508
უნიკალური ნახვები 474