29 აგვ - 27 სექ
სტანდარტი
პოს კოორდინატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პოს კოორდინატორს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- შემოსული დავალებების გაფილტვრა და დანიშვნა ტექნიკოსებზე;
- დახურული დავალებების გადამოწმება და პროგრამულად დახურვა;
- მონაწილეობის მიღება სხვა სამუშაოებსა და პროექტებში რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან;
- სხვა დავალელებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელისგან, კოპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fit pass ბარათს;
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს კოორდინატორი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ნახვები 175
უნიკალური ნახვები 176
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში