- სრული განაკვეთი
- 1200 - 1800
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
შპს FMG (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1200-დან 1800-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- კერძების მომზადება, რეცეპტების შესაბამისად;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- საფურშეტო და საბანკეტო საკვების მომზადება;
- მენიუს შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ჰიგიენის ნორმებისა და HACCP - ის სისტემის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელი მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე.
- აუცილებელია HACCP სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა და მათი ეფექტური გამოყენების უნარი.
- სასურველია პროდუქტის დიდ მოცულობებზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია პროფესიული განათლება ან ტრეინინგი საკვებისა და სასურსათო ტექნოლოგიების სფეროში ან კულინარიული ხელოვნების დარგში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას
- პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
- სამედიცინო დაზღვევას
- კვების უზრუნველყოფას
- ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი