29 აგვ - 26 სექ
სტანდარტი
პროექტის კოორდინატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@cubicon.ge
ტელეფონი: +995 591 116 444
მისამართი:
კუბიკონი არის საპროექტო ორგანიზაცია, სადაც იქმნება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი. კომპანია დაარსდა 2005 წელს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. კუბიკონი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კონსტრუქტორებით და ანალიტიკური მოდელირების სპეციალისტებით.
ფუნქციების აღწერა:
- პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია, პროექტის მეილ ჯგუფის შექმნა;
- პროექტის მართვისთვის განკუთნული ფაილების/ფოლდერების დახარისხება და მართვა;
- MONDAY.COM-ზე პროექტების სტატუსებისა და თარიღების განახლება, ცვლილების, სიახლის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მითითება (შევასწავლით);
- გასაგზავნი დოკუმენტების დახარისხება, შემოწმება და დამკვეთთან გაზიარება;
- პროექტთან დაკავშირებული წერილების მიღება და გადამისამართება შესაბამის ორგანიზაციულ ერთეულთან;
- პროექტის კონრეტული სტადიების დასრულების თაობაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- შეხვედრების დაორგანიზება და შეხვედრების დოკუმენტირება.
- მიღება-ჩაბარების მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული მენეჯერისთვის
- მონიტორინგი გაუწიოს პროექტში გაწერილ ვადებს, კერძოდ, დაეხმაროს საოპერაციო მენეჯერს აკონტროლოს პროექტის კონტარქტში გაწერილი ვადები;
- მონიტორინგი გაუწიოს პროექტში გაწერილ სტადიებად მომსახურების გაწევას; ( სქემატური დიზაინი, დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია და ა.შ)
- თუ პროექტის ფარგლებში ტექნიკურ ჯგუფთან გვიანდება ინფორმაციის და მასალების გადმოგზავნა, მოიკითხოს ამის თაობაზე;
- სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ ჩამონათვალში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან;
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
- კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან კორპორატიულ აქტივობებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას 50/50 ზე;
- ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას;
სავარაუდო ანაზღაურება:
- 1500 ლარიდან (მითითებული ანაზღაურება არის მინიმალური, ხოლო ზედა ზღვარი დამოკიდებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე
მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ადმინისტრირების მიმართულებით. უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს
- სასურველია მინ. 1 წელი ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიაში მენეჯერად მუშაობის სტაჟი (თუნდაც 1 წლიანი)
- აუცილებელია იცოდეს საოფისე პროგრამების გამოყენება.
- აუცილებელია იცოდეს AutoCAD-ის გამოყენება
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა მინ. B2.-ის დონეზე
- კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარები.
- კომუნიკაბელური
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: HR@cubicon.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროექტის კოორდინატორი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 591 116 444
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 245
უნიკალური ნახვები 246