შემდეგი
დღეს - 25 სექ
სტანდარტი
ტოპ მენეჯერი
თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ.
- სრული განაკვეთი
- 3500
- მივლინება
- სხვა
- გამოცდილება აუცილებელია
- ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: 1nini2girgvliani@gmail.com
ტელეფონი: +995557255293
სტომატოლოგიური კლინიკა ასტრა დენტალი ეძებს აქტიურ და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც მოახდენს კლინიკაში ვიზიტებისა და დისტანციური მუშაობის სინთეზს, რათა გამართოს სამუშაო გარემო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვროს კლინიკის ბიზნეს სტრატეგია.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მართოს სტომატოლოგიური კლინიკის ფუნქციონირება, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად.
- კლინიკის ბიზნეს განვითარება და პაციენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
- პაციენტთა სტატისტიკის შედგენა, ანალიზი და რეპორტინგი, რათა შემდგომში ამ ანალიზზე და ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მომდევნო პერიოდის სამოქმედო გეგმა;
- მოახდინოს ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტურობის ზრდა და ოპტიმიზაცია;
- მარკეტინგული და ბიზნეს სტრატეგიების ჩამოყალიბება კლინიკის გუნდთან ერთად;
- ოპერატიულად და ეფექტურად გადაჭრას კლინიკის მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევები და დროულად აღმოაჩინოს/აღმოფხვრას არსებული ხარვეზები თუ პრობლემები.
- მოახდინოს კონკურენტი კლინიკის ბიზნეს გადაწყვეტილებების კვლევა და ანალიზი;
- მიიღოს მონაწილეობა მარკეტინგული აქტივობების ჩამოყალიბებაში, დაგეგმარებაში და განხორციელებაში;
- შესყიდვების სამსახურთან ერთად მოახდინოს სახარჯი მასალების და სამედიცინო მოწყობილობა/ხელსაწყოების ბაზრის ანალიზი და შეძლოს შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია.
გამოცდილება და მოთხოვნები:
- სამედიცინო დაწესებულებების მართვის გამოცდილება, უპირატესობად მიიჩნევა სტომატოლოგიური კლინიკის მართვის გამოცდილება;
- Google Workspace, MS Office გამოყენების უნარი, რათა ეფექტურად მოახდინოს მონაცემთა შეყვანა, ანალიზი, დაგეგმვა;
- ინგლისური, რუსული, ქართული ენების ფლობა და მეტყველების უნარი;
- აქცენტი მოახდინოს პაციენტის მაღალხარისხიან მომსახურებაზე, შედეგზე და სამუშაო გარემოს ეფექტურობაზე.
დასაქმების პირობები:
- ანაზღაურება – 3500 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი –5/2
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: 1nini2girgvliani@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557255293
TOP მენეჯმენტი
აღმასრულებელი დირექტორი(CEO)
ნახვები 742
უნიკალური ნახვები 709