26 აგვ - 24 სექ
ვიპ
ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცერი/უფროსი ოფიცერი
ბათუმი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ფოთი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრისა და უფროსი ოფიცრის პოზიციებზე შემდეგ ქალაქებში: ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ქ. ხაშური, ქ. ახალციხე, ქ. გორი, ქ. თელავი, ქ. გურჯაანი, ქ. რუსთავი, ქ. თბილისი.
განცხადების სრული ჩამონათვალისა და ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://swisscapital.ge/ge/jobs
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- საკრედიტო პორთველის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
სხვა მოთხოვნები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება და ქალაქი, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 436
უნიკალური ნახვები 427
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში