ბუღალტერი

თარიღები: 03 ოქტ - 01 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@fino.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ACCA ბუღალტერი (ზოგადი)

საერთაშორისო  დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა  წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის წარმომადგენელი საქართველოში, აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისი, უკვე წლებია ქმნის კომფორტულ გარემოს პროფესიული ზრდისთვის და კარიერული წინსვლისთვის.

ფინანსური ოფისის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

ფინანსური ოფისი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში მინიმუმ 1 წელი
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office მაღალ დონეზე
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
  • ACCA-ს სტუდენტობა სასურველია

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
  • ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა
  • საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების წარდგენა შემოსავლების სამსახურში
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
  • რეპორტინგის წარმოება
  • ბუღალტრის თანაშემწის მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი
  • კონსულტაციების გაწევა ბუღალტრულ ოპერაციებთან დაკავშირებით

 

პიროვნული თვისებები:

  • შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • სხვადასხვა ბიზნეს სფეროში გამოცდილების მიღება
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ  მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტერი

Nexia TA


03 ოქტ - 01 ნოემ

1C ადმინისტრატორი/კონსულტანტი

I Know


04 ოქტ - 02 ნოემ

Accountant

Hotels & Preference Hualing Tbilisi


01 ოქტ - 30 ოქტ

Accountant

Mercure Tbilisi Old Town


02 ოქტ - 31 ოქტ

ERP სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

საქართველოს ბანკი


06 ოქტ - 19 ოქტ

Financial Reporting Specialist

აჭარისწყალი ჯორჯია


21 სექ - 20 ოქტ

Investor Relations Officer

ამბოლი


26 სექ - 25 ოქტ