ანაზღაურებადი სტაჟირება-ბუღალტრის თანაშემწე

თარიღები: 18 ოქტ - 01 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@fino.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე სტაჟიორი (ბუღალტერია)

ფინანსური ოფისი
საერთაშორისო  დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის წარმომადგენელი საქართველოში, აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისი, უკვე წლებია ქმნის კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.

ფინანსური ოფისის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოთხოვნები:

  • ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
  • ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია

 
პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება


 

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ  მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრაციის სპეციალისტი/ სტაჟიორი

დელტა დევლოპმენტ გრუპი


01 ოქტ - 30 ოქტ

ბუღალტერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე

Nexia TA


03 ოქტ - 01 ნოემ

ბუღალტერის თანაშემწე ქუთაისში

მეოხი


26 სექ - 25 ოქტ

ბუღალტრის ასისტენტი

Safa


21 სექ - 20 ოქტ

ბუღალტრის ასისტენტი

ბეთარედვაისი


02 ოქტ - 31 ოქტ

ბუღალტრის დამხმარე

ქერვან ამბალაჟი


26 სექ - 24 ოქტ

ბუღალტრის დამხმარე-ოპერატორი

ფერმო ფენსი


05 ოქტ - 03 ნოემ