21 აგვ - 19 სექ
ვიპ
კონსტრუქტორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
- პროექტის სტრუქტურული ნაწილის დამუშავება (რკინაბეტონთან ერთად სასურველია ფოლადის კონსტრუქციებიც);
- ანალიტიკური მოდელირება;
- კონსტრუქციული პროექტების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- კონსტრუქციული ნახაზების მომზადება და პროექტირება
- მოცულობის დათვლა (სპეციფიკაციის გაკეთება)
- კონსტრუქციული გაანგარიშება. მეორე მხარის კონსტრუქციული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხილვა და ექსპერტიზა
- საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office, Lira, AutoCAD.)
- სამშენებლო სტანდარტების ნორმებისა და წესების მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა
- შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30 -მდე;
- ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 21 სექტემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
კონსტრუქტორი
ნახვები 258
უნიკალური ნახვები 257