ბუღალტერი

თარიღები: 12 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური ქართული
ელ. ფოსტა: info@tmcgeorgia.com
ტელეფონი: +995599352255
მისამართი: კრწანისის ქუჩა 22/24
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)

შპს ,,თი-ემ-სი“ აცხადებს ვაკანსიას „ბუღალტრის“  პოზიციაზე.

 

შპს ,,თი-ემ-სი“ ემსახურება თავის მომხმარებელს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბაჟო-საბროკერო და საშემფასებლო მომსახურებებით. კოლექტივი გამოცდილი და მაღალკვალიფიციურია, ხოლო გარემო მეგობრული, რაც მოგცმთ შესაძლებლობას განივითაროთ  და შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, გაიღრმავოთ ცოდნა და გადადგათ ნაბიჯი თქვენი კარიერული წინსვლისთვის.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • ბუღატრული აღრიცხვის წარმოება;
  • საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • ფინანსური რეპორტების/ანგარიშების მომზადება დაინტერესებული მხარეებისათვის შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
  • კომპეტენციის შესაბამისი  სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი(სასურველია ბუღალტერია/ფინანსების განხრით
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მეილინგი და საუბარი, ორივე აუცილებელია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამასთან უშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრად/ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი;
  • მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის  და წარდგენის უნარი
  • უპირატესობა მიენიჭებათ რუსული ენის მცოდნე კანდიდატებს;

 

სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

გამოსაცდელი პარიოდი: 2 თვე

ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდზე 400 ლარი ხელზე, ხოლო აყვანის შემთხვევაში 600-1000 ლარი ხელზე და დამატებით, ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:    „ბუღალტერი" 

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება;

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

მსგავსი განცხადებები
1C ადმინისტრატორი/კონსულტანტი

I Know


04 ოქტ - 02 ნოემ

Accountant

Hotels & Preference Hualing Tbilisi


01 ოქტ - 30 ოქტ

Accountant

Mercure Tbilisi Old Town


02 ოქტ - 31 ოქტ

ERP სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

საქართველოს ბანკი


06 ოქტ - 19 ოქტ

Investor Relations Officer

ამბოლი


26 სექ - 25 ოქტ

ბუღალტერი

Sushi24.ge


27 სექ - 26 ოქტ

ბუღალტერი

აბადა


26 სექ - 25 ოქტ