16 აგვ - 14 სექ
ვიპ
მექანიკოსი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- 2000 - 3000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB,C
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr1@autotechno.ge
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000-3000)
ჩვენ გავაზობთ:
- კარიერული წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს
- დაზღვევასა და Fitpass-ს;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მძიმე და სამშენებლო ტექნიკის მიღება და ინსპექტირება;
- ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლები/მომსახურება;
- ტექნიკის რეალიზაციამდე წინასწარი შემოწმება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა, B ან/და C კატეგორია.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება სერვისის განყოფილების ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მექანიკოსი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
ავტო-მოტო სერვისი
მძიმე/სატვირთო/სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსი
ნახვები 364
უნიკალური ნახვები 358