15 აგვ - 13 სექ
ვიპ
IT პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@jaokeni.ge
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიცია: IT პროექტების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი (ბონუსით შესრულებული პროექტების მიხედვით)
გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიაში მიმდინარე ტექნოლოგიური ან IT პროექტების დაგეგმვა, მართვა
- პროექტის მიზნების და მისაღები შედეგების განსაზღვრა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად.
- პროექტის სრულმასშტაბიანი გეგმის შემუშავება. დეტალურად ჩაშლილი ვადებში, ეტაპებში, საჭირო რესურებში და საკითხთა ურთიერთდამოკიდებულებებში.
- პროექტის მიზნების მისაღწევად საჭირო მატერიალური და არამატერიალური რესურსების იდენტიფიცირება.
- შემსრულებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება.
- შემსრულებლებთან ურთიერთობების მართვა, მათი ურთიერთ -კოორდინაცია და კონტროლი.
- შესრულებული ეტაპების გატესტვა, შემოწმება და ჩაბარება.
- პროექტის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. ამ პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
- შემსრულებლების წინაშე კომპანიის ინტერესების დაცვა.
- დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და ყოველ პერიოდული რეპორტინგი.
- პროექტის ბიუჯეტის კონტროლი და ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
- პროექტისა და მისი ცალკეული ეტაპის ვადების კონტროლი და მათი მონიტორინგი.
- მთლიანი პროექტისა და მისი ცალკეული შესრულებული ეტაპის ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- IT პროექტების მართვის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
- კომპიუტერულ-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლიანი
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- დისციპლინარული
- მოტივირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 1 ეტაბად.
ინდივიდულაური გასაუბრება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT პროექტების მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა: 15.09.2024 წ.
გისურვებთ წარმატებას
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 928
უნიკალური ნახვები 920