29 აგვ - 12 სექ
სტანდარტი
უძრავი ქონების ექსპერტი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@mycorner.ge
კომპანია "Mycorner.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ექსპერტის პოზიციაზე.
კომპანია "Mycorner.ge" არის მულტიფუნქციური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვას; იურიდიულ მომსახურებას; შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით; ქართულ ბაზარზე ოპერირებს უკვე ორი წელია და წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44
- გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (40 საათი კვირაში), შესვენება 1 საათი;
- სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.
პირობები
- კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
- საქმიანობის ადგილზე შესწავლა;
- განვითარების შესაძლებლობა;
- სრული იურიდიული, მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- მაღალი ბონუსური სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- ინდივიდუალური ბაზის შექმნა;
- უძრავი ქონების პორტფელის შექმნა;
- მოლაპარაკების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის ფლობა (B1 დონე).
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: info@mycorner.ge წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, გაითვალისწინეთ, განიხილება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გაყიდვები
უძრავი ქონება
იურიდიული
უძრავი ქონება
ნახვები 397
უნიკალური ნახვები 390