- სრული განაკვეთი
- 1000 - 1200
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- მართვის მოწმობაB
- რუსული,ინგლისური
კომპანია ბესთსერვისი უზრუნველყოფს მომსახურების მრავალფეროვან არჩევანს საცხოვრებელი კორპუსებისთვის რომლებსაც სურთ პროფესიონალი გუნდის მეშვეობით მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:
ლინკები:
Bestservice აცხადებს ვაკანსიას პორთველის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო სააათები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00. ერთ საათიანი შესვენებით.
ანაზღაურება:
- გამოსაცდელ პერიოდში 1000 ლარი ფიქსირებული+ბონუსი.
- გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1200 ლარი+ბონუსი.
- გამოსაცდელი პერიოდის ვადა 3-დან 6 თვემდე.
ეს საქმე შენთვის საინტერესო იქნება:
- თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
- გსურს საზოგადოებას გაუმარტივო ყოველდღიურობა.
- ხარ მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
საქმე რომლებშიც გვჭირდება შენი დახმარება:
- არსებულ მომხარებლებთან სატელეფონო და სოც ქსელით კომუნიკაცია.
- მისამართებზე არსებული სერვისების შესრულების მონიტორინგი.
- მომხმარებლისთვის სატელეფონო და სოც.ქსელის მეშვეობით არსებულ სერვისებზე ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება.
- სერვის პროვაიდერებისთვის შესასრულებელი დავალებების მიცემა-განაწილება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.
- ახალი მისამართებზე სერვისპროვაიდერის მოძიება, შეთვაზება, მათთვის სამუშაო გრაფიკის შეთანხმება-შედგენა და საქმის დაწყების პროცესის მონიტორინგი.
- პროვაიდერის ცვლილებასთან ან შესრულებული სამუშაოს ხარვეზებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან სატელეფონო ან სოც.ქსელით კომუნიკაცია.
- საჭიროების შემთხვევაში ახალ პროვაიდერთან ერთად მისამართზე ვიზიტი და მათთვის ობიექტის გაცნობა.
- ყოველდღიურად შესაბამის ბაზაში ინფორმაციის ასახვა. ყოველკვირეული რეპორტი მისამართებზე მიმდიანრე პროცესებზე.
გამოცდილება რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:
- აუცილებელია მომხმარებელთან სატელეფონო მომსახურების, საპორტის ან პორთველის მართვის 1-2 წლიანი გამოცდილება
- სასურველია სერვის პრავაიდერებთან მუშაობის გამოცდილება.
- აუცილებელია google drive ან საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:
- ორგანიზებულობა,
- პუნქტუალურობა,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებული,
- პროცესების სწორად დაგეგმა.
თუ გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც შეგიძლია და გსურს მაშინ, გამოგზავნე შენი რეზიუმე ჩვენს ელფოსტაზე info@bestservice.ge. სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების ჩაწერა არდაგავიწყდეს. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)ს და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული წესითა და ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შენი კანდიდატურის გამოცხადებულ ვაკანსიასთან თავსებადობის დადგენას.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის.
BESTSERVICE-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.