საცალო გაყიდვების მენეჯერი

თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: giga.tchanturia@irao.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა.  ”ირაო” ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007  წლიდან ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

რატომ ირაოს გაყიდვების გუნდი? - აქ:

  • კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
  • ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
  • განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალურობა საკადრისად ფასობს;
  • ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა
  • შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: ემოციების კონტროლი, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, მოქნილობა, დაძაბულ ტემპში მუშაობა, სითამამე, კომუნიკაბელურობა, კოლეგიალურობა, ანალიზის უნარი.

 

ჩვენთან, საცალო გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

  • ახალი კლიენტების მოძიება; მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტების მიწოდება;
  • მონაცემთა ბაზების განვითარება არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებზე;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
  • გაყიდვების განხორციელება;
  • შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;
  • კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
  • კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ სარელიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ნოემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
უმცროსი ვიპ გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


12 ოქტ - 21 ოქტ

Arabic Speaking Sales Manager

AE Solar


24 სექ - 23 ოქტ

Customer Service Representative in Kutaisi

Arvato BERTELSMANN


17 ოქტ - 30 ოქტ

English and Armenian Speaking Customer Service Representative

USTransportation


25 სექ - 24 ოქტ

English and Spanish Speaking Customer Service Representative

USTransportation


25 სექ - 24 ოქტ

English Speaking Customer Service Representative

USTransportation


25 სექ - 24 ოქტ

English Speaking Sales Representative

Format group


04 ოქტ - 02 ნოემ