კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: giga.tchanturia@irao.ge
დაზღვევა:  კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა.  ”ირაო” ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007  წლიდან ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

სს დაზღვევის საერთაოშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

რატომ ირაოს გაყიდვების გუნდი? - აქ:

  • კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
  • ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
  • განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალურობა საკადრისად ფასობს;
  • ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
  • სასურველია კორპორატიულ გაყიდვებში ან/და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: ემოციების კონტროლი, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, მოქნილობა, დაძაბულ ტემპში მუშაობა, სითამამე, კომუნიკაბელურობა, კოლეგიალურობა, ანალიზის უნარი.

 

ჩვენთან, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება; მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტების მიწოდება;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
  • სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება არსებულ კლიენტთან;
  • კორპორატიულ კლიენტებთან საცალო გაყიდვების მენეჯერების წარდგენა და მხარდაჭერა საცალო პროდუქტების გაყიდვაში;
  • კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება;
  • შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;
  • კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
  • კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ სარელიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ნოემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
საცალო და კორპორატიული დაზღვევის ოფიცერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


28 სექ - 27 ოქტ