კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (B2B)

თარიღები: 01 ოქტ - 20 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: info@ultra.ge
მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. 4
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)

კომპიუტერული კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  (B2B) პოზიციაზე.

ვაკანსიის ძირითადი საქმინაობა მოიცავს სერვერული და ქსელური მოწყობილობების, ასევე სრული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შეთავაზება-რეალიზაციას


კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 10 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს,  ფლობს საცალო გაყიდვების მაღაზიებს, ონლაინ მაღაზიას (www.ultra.ge). კომპანია „ულტრა“-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციაბთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 4 (ბელიაშვილის 8)
სამუშაო გრაფიკი: სრული
 

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
  • ახალი კლიენტებთან და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების  წარმოება;
  • სახელმწიფოს ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმოება.
  • სახელმწიფო და კერძო სექტრორის ტენდერებში მონაწილეობა.
  • მწარმოებლებთან/ბრენდებთან ურთიერთობა (HP, DELL, Cisco)
  • შეკვეთების მიღება-დამუშავება-შეთავაზება. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების შესაბამის თანმშრომლებთან კვალიფიციურად გადამისამართება.
  • საპროექტო გადაწყვეტილებების კომპლექსური დამუშავება.
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
  • სერვერების, ქსელური მოწყობილობების და მათი კომპონენტების ტექნიკურად კარგი ცოდა.
  • სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება;
  • გასაუბრებაზე უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომელთაც აქვთ აქნიშნულ სფეროში გამოცდილება და კომპიუტერული ტექნიკის კარგი ცოდნა, ასევე, ამ სფეროში გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატები.

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;

 

ფიქსირებული ხელფასის გარდა გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე მოქმედებს სოლიდური ბონუსური სისტემა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 2018 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ თქვენი CV / რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ultra.ge; მაილში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპიუტერული კომპანია ულტრა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 

მსგავსი განცხადებები
B2B გაყიდვების მენეჯერი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა


21 სექ - 19 ოქტ

ბიზნესის განვითარების მენეჯერი

APETITTO


28 სექ - 27 ოქტ

გაყიდვების მენეჯერი

Smartchoice


25 სექ - 16 ოქტ

გაყიდვების მენეჯერი

აიტი კორპორაცია


04 ოქტ - 02 ნოემ

გაყიდვების სპეციალისტი

ჯი არ სი


12 ოქტ - 10 ნოემ

გაყიდვების სპეციალისტი

ჯი არ სი


25 სექ - 24 ოქტ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Gold Way Group


02 ოქტ - 31 ოქტ