მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: lali@superstore.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

მაღაზიათა ქსელი სუპერი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში;
  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
  • ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი;
  • მოკლე  და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • MS Office - პროგრამების კარგად ცოდნა

 

საჭირო პიროვნული თვისებები და უნარები

  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • სიახლეების ათვისების უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები

  • ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
  • მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების დაგეგმვა;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა;
  • ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრასა და განვითარება;
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
  • სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
  • მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სხვადასხვა პრეზენტაციების დაგეგმვა, მოწყობა განხორციელება და კონტროლი;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • კონკურენტების ანალიზი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მეილზე lali@superstore.ge

მსგავსი განცხადებები
Digital Marketing Manager

ლაინსშეარ


15 ოქტ - 13 ნოემ

Marketing Manager

Glovo


26 სექ - 25 ოქტ

PR მენეჯერი

ბესტ ან ფირსტ ჯორჯია


09 ოქტ - 07 ნოემ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


21 სექ - 20 ოქტ

PR სპეციალისტი/სტაჟიორი

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა


04 ოქტ - 02 ნოემ

გაყიდვების მენეჯერი/PR მენეჯერი

სტოკჰოლმი


05 ოქტ - 03 ნოემ

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

Betlive.com


20 სექ - 19 ოქტ