კონსულტანტი ბათუმში

თარიღები: 29 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hrbatumi@goodwill.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში

პოზიციის მდებარეობა: ქ. ბათუმი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
  • მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrbatumi@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო  ვადაა 15 ოქტომბერი 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Apple - ის პროდუქციის მენეჯერი

ფინლექს გრუპი


25 სექ - 24 ოქტ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


15 ოქტ - 13 ნოემ

Продавец В Аджарии

MAXIMUS


10 ოქტ - 08 ნოემ

აგრო კონსულტანტი მემცენარეობაში

Traktor Technologies


09 ოქტ - 07 ნოემ

ბრენდ ამბასადორი/კონსულტანტი

HRRA


02 ოქტ - 16 ოქტ

გამყიდველი

ოჯახური


06 ოქტ - 04 ნოემ

გამყიდველი

შატო და კომპანია


10 ოქტ - 08 ნოემ