11 ივლ - 10 აგვ
სტანდარტი
საწყობის დამხმარე თანამშრომელი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • 1100 - 1200
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591805099
კომპანია „DG ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1100 - 1200 ლარი
მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი ან ლილო

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში პროდუქციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
  • საწყობში შემოსული ტვირთის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
  • კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის თაროზე განლაგება;

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან მოგვწეროთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@dgholding.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591805099
სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 178
უნიკალური ნახვები 172