08 ივლ - 31 ივლ
ვიპ
მძღოლი-ლოგისტიკი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
JSC MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ლოგისტიკის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი)

კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპნიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის მომსახურება სატრანსპორტო საშუალებით
  • თანამშრომლებისა და კომპანიის ვიზიტორების უსაფრთხო ტრანსპორტირება
  • საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში მგზავრობა
  • გამზადებული შეკვეთისა და დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა-გადმოტვირთვა
  • ადმინისტრაციული და სამეურნეო შესყიდვების ჩაბარება დანიშნულებისამებრ
  • კომპანიის ავტომობილის ტექნიკურად გამართულობისა და სისუფთავის შენარჩუნება
  • კომპანიის საჭიროებების მიხედვით მძღოლის მოვალეობების შესრულება
  • უფლებამოსილი პირებისგან მიღებული სხვა დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი).
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • აუცილებელია მანქანის მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივლისისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!
MGeorgia მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ნახვები 267
უნიკალური ნახვები 260