09 ივლ - 07 აგვ
ვიპ
ციფრული არხების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო კომპანია „ლენდმარკ ჯორჯია“ მოღვაწეობს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, პარფიუმერიასა და აქსესუარების საცალო ვაჭრობის სფეროში.
„ლენდმარკ ჯორჯია“ არის სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში, როგორიცაა: „Sacoor Brothers“-ი, „Sacoor Blue“ „PIAZZA ITALIA“ და ა.შ.
ცხადდება ვაკანსია ციფრული არხების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
  • ვიდეოების და ფოტოების გადაღება და დამუშავება;
  • სოციალური პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok);
  • ინფლუენსერებთან თანამშრომლობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ციფრულ არხებში რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი და რეპორტინგი;
  • სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია განათლება მარკეტინგის, გრაფიკული დიზაინის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
  • ციფრული არხებზე მუშაობის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფოტო და ვიდეო რედაქტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

ზოგადი ინფორმაცია:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00);
  • ანაზრაურება შეთანხმებით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მუდმივი ფასდაკლება კოლექციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი CV - hr@landmark-georgia.com (სათაურის ველში მიუთითეთ ციფრული არხების მენეჯერი), დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 292
უნიკალური ნახვები 279